ირანი-ისრაელი

ირანი იმუქრება, რომ თავდასხმის შემთხვევაში ისრაელის ქალაქებს გაანადგურებს

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელის რესპუბლიკის მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შემთხვევში, ისრაელის ქალაქებს ჰაიფასა და თელ-ავივს გაანადგურებს.

ე.წ. ექვსეულსა და ირანს შორის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ყაზახეთში გაიმართა. შეხვედრის მორიგი რაუნდი აპრილში დაინიშნა. ცნობილია დასავლეთის შიშები ირანის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, ეს უკანასკნელი კი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის სჭირდება.  

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, დიპლომატიის გზით პრობლემის გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ''ამერიკა ყველაფერს გააკეთებს რაც შესაძლებელია, რათა ირანს ბირთვული იარაღის ფლობაში ხელი შეუშალოს''.

 

კომენტარები