IRI

57 % მიიჩნევს, რომ საქართველოში პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება, 19% კი ფიქრობს, რომ არასწორად. გამოკითხულთა 24%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხული ადამიანები თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, არის უმუშევრობა (64%), ტერიტორიული მთლიანობა (37%), ეკონომიკური მდგრადობა (32%), სოციალური პრობლემები (9%).

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოქალაქეებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ომია (22%), ანალოგიური მაჩვენებელი აქვს საერთაშორისო დაძაბულობას, ხოლო სამოქალაქო კონფლიქტსა და ეკონომიკურ კრიზისის - 10%, გამოკითხულთა 6%-სთვის კი ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის აგრესიაა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევა 18-27 თებერვლის მონაკვეთში ჩაატარა და 1500 სრულწლოვანი მოქალაქე გამოჰკითხა.

 

კომენტარები