საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები. ვერ წარმოვიდგენ სიტუაციას, როცა ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს. როცა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა აი-არ-აი, ენ-დი-აი, ნედი და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან როგორც ეს მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა. პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ გვაბრალებს. ჩვენ კი ჰონ-კონგში ოფისიც არ გვაქვს. ეს დეზინფორმაციის კარგი მაგალითია, როცა ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს.
tbl.ge/494k
დაკოპირდა
თქვა ამერიკის ხმის ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა NDI-ისა და IRI-ის კვლევებზე საუბრისას, იმედის ეთერში თქვა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.
ამავე თემაზე
- IRI: მოსახლეობის 59%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
- IRI-ის პრეზიდენტი: რუსეთში ან ჩინეთში ხდება, როცა მთავრობა ამერიკულ NGO-ებს ესხმის თავს
- IRI: ბიძინა ივანიშვილის დადებითად შეფასება 32%-ია, ნეგატიური - 57%
- IRI: მოსახლეობის 68% ამბობს, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ძალაუფლებას გადაამეტა
- რომელი პარტიების ხილვას ისურვებდა მოსახლეობა მმართველ კოალიციაში IRI-ის კვლევის მიხედვით