ოპერა და ბალეტი

ოპერისა და ბალეტის თეატრიდან 46 თანამშრომელი გაათავისუფლეს

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ახალმა მმართველმა, გიორგი ჟორდანიამ სამსახურიდან 46 თანამშრომელი გაათავისუფლა.

თანამშრომლების გათავისუფლებასთან ერთად, ჟორდანიამ ასევე გასცა ბრძანება თანამშრომელთა ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

გიორგი ჟორდანიამ თანამდებობაზე დავით საყვარელიძე იანვრის დასასრულს შეცვალა. მაშინ თეატრის წარმომადგენლებს, რომლებიც საყვარელიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, კულტურის მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ და პირობა მისცეს, რომ თეატრს ძირეული ცვლილებები თანამშრომელთა გათავისუფლებისა და ხელფასების შემცირების მიმართულებით არ შეეხებოდა.

კომენტარები