ოპერა და ბალეტი

Riga Spring-2013-ზე ნინო სამადაშვილმა და ერიკ ბუროუმ გრან პრი მიიღეს

geonews.ge

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ახალგაზრდა მოცეკვავეები საერთაშორისო საბალეტო კონკურსიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

2013 წლის 25-29 აპრილს რიგაში გამართულ ყოველწლიურ მე-9 საერთაშორისო ახალგაზრდულ საბალეტო კონკურსზე "Riga Spring-2013" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ახალგაზრდა მოცეკვავეებმა ნინო სამადაშვილმა და ერიკ ბუროუმ პირველი პრემია და გრან პრი მიიღეს. მათ შავი გედის პა დე დე პ. ჩაიკოვსკის ბალეტიდან „გედების ტბა" და ადაჟიო რუსი ქორეოგრაფის იური პოსოხოვის ბალეტიდან „საგალობელი" შეასრულეს.

რიგის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები 2012 წელსაც ქართველი მოცეკვავეები იყვნენ - საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის სოლისტებმა ნუცა ჩეკურაშვილმა და მამუკა კიკალიშვილმა შარშან კონკურსის გრან პრი აიღეს.

კომენტარები