ოპერა და ბალეტი

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი კონცერტებს გამართავს

3 და 4 დეკემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი ქართველი მაყურებლის წინაშე ერთმოქმედებიანი ბალეტების პროგრამით წარსდგება, წარმოდგენილი იქნება ალექსეი რატმანსკის ბალეტი „სიზმრები იაპონიაზე“, რომელშიც მთავარ პარტიას თეატრის სოლისტებთან ერთად ნინო ანანიაშვილი ასრულებს.
მაყურებელს ასევე ექნება საშუალება იხილოს თრეი მაკინტაერის ბალეტი „წამი გარდასახვამდე“ და ესტონელი ქორეოგრაფის, ტეეტ კასის ერთმოქმედებიანი ბალეტი „უფრთოდ ფრენა წყვდიადში“ ოთარ ჭილაძის პოემის „სინათლის წელიდაწის“ მოტივებზე.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა გასტროლზე, სადაც წარმოდგენები დიდი წარმატებით ჩაატარა.

3 და 4 დეკემბერს სპექტაკლები ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. 

კომენტარები