რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ონიშენკო: ჩემი ვიზიტი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული

"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის, გენადი ონიშენკოს თქმით მან მიიღო მოწვევა საქართველოში, თუმცა მისი ვიზიტის კონკრეტული თარიღი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ონიშონკოს თქმით, გამორიცხული არ არის ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგეს. "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის თქმით, მოწვევა მან პატრიარ ილია მეორისგან მიიღო. 

"გარდა ამისა, მოწვევა არაერთხე დადასტურდა. ეს მოწვევა მე მადლიერებით და პატივისცემით მივიღე - მიუხედავად მოვლენების განვითარებისა. ვიზიტის თარიღი ბევრ საგარეო გარემოებებზე, მათ შორის საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული", - აღნიშნა ონიშენკომ.

ონიშენკომ საქართველოს ისტორიაში პატრიარქის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქი ერის კონსოლიდაციას და მის მიერ სწორი არჩევანის გაკეთებას უწყობს ხელს, რაც ონიშენკოსვე თქმით, ისტორიულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. 

კომენტარები