დიმიტრი შაშკინი

დიმიტრი შაშკინი საქართველოში დაბრუნდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი საქართველოში დაბრუნდა. შაშკინი აშშ-დან დღეს გამთენისას, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა.

როგორც ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს. 

"ყველამ იცოდა, სადაც ვიმყოფებოდი. ჯერჯერობით თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება, გადავწყვიტო, სად ვიყო. ვარ საქართველოს მოქალაქე, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნდე", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შეგახსენებთ, დიმიტრი შაშკინმა საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

კომენტარები