
რევოლუციაა იმიტომ, რომ Netflix ტელევიზია არაა. ეს არის ინტერნეტკომპანია, რომელიც თავისი საიტის მეშვეობით ხალხს ტელევიზორში ფილმებისა და სერიალების ნახვის საშუალებას აძლევს. 2011 წელს, მარტო აშშ-ში, Netflix-ს 23 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. კომპანიის მფლობელებმა სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ მათ შეეძლოთ, საკუთარი პროდუქცია შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის და ამ გზით ტელევიზიებისთვის მაყურებელი წაერთმიათ.
Netflix-ის ეს სახიფათო წამოწყება გრანდიოზული უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში კრახისთვის იქნებოდა განწირული. დღეს, როცა ამერიკაში სატელევიზიო შოუების ბუმია, მაყურებლის ორიგინალური სიუჟეტით განცვიფრება ძნელია, ამიტომ კომპანიის ბოსებმა არჩევანი არა ორიგინალურ ამბავზე ან სპეცეფექტებით დახუნძლულ ისტორიაზე, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლავებზე და ხარისხზე 
Netflix-მა 100 მილიონი ჩადო პროექტში, რომელიც მინიმუმ ორი ცამეტსერიანი სეზონი იქნება. პირველი სეზონი 1-ლ თებერვალს მთლიანად დაიდო მის საიტზე და ახლა ყველა რეზულტატების მოლოდინშია. Netflix-ის შემთხვევაში არ არსებობს ზუსტი ინდიკატორი, რომლითაც შეიძლება „ბანქოს სახლის” კომერციული წარმატება განისაზღვროს. ტრადიციული შოუები ტელერეიტინგით იზომება, რომელიღაც სერიალი კონკრეტულ დროს გადის და ტელემეტრებით იოლი დასადგენია, რამდენ სახლში იყო ესა თუ ის სერიალი ჩართული. Netflix ამის საშუალებას არ იძლევა, რადგან მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ფინჩერისა და სპეისის ნამუშევრით ისიამოვნოს. ერთადერთი გზა სერიალის წარმატების დასადგენად, კომპანიის მომხმარებლების ზრდა და აქციების ფასებია. „ბანქოს სახლის” გამოსვლის შემდეგ კი Netflix-ის აქციების ფასი 80%-ით გაიზარდა.
ჯერჯერობით Netflix-ის სარისკო ნაბიჯი წარმატებულია. „ბანქოს სახლს” კრიტიკოსები თბილად შეხვდნენ, რადგან პირველი ორი სერია ნამდვილად გამორჩეული იყო. დევიდ ფინჩერმა თავისი კინოესთეტიკა სერიალშიც წარმატებით გადმოიტანა და სპეისის პერსონაჟის ისტორიის პირველი თავები, რაღაცით „თამაშისა” და „სოციალური ქსელის” ნაზავს ჰგავს – მონოტონური თხრობის სტილი, ფინჩერის საყვარელი განათება და მუსიკა, რომელიც ატმოსფეროს ქმნის. „ბანქოს სახლი” სერიალების ახალი ერის დასაბამია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ჰოლივუდის პოპულარულმა მსახიობებმა სატელევიზიო შოუებში მონაწილეობას მოუხშირეს.

საკაბელო ტელევიზიები თავიანთი მაღალი ხარისხის სატელევიზიო შოუებითა და ორიგინალური სცენარებით ნელ-ნელა სულ უფრო ამცირებენ დიდი ტელეკომპანიების რეიტინგს. HBO-მ მოახერხა ის, რომ სერიალი მაქსიმალურად მიუახლოვა კინოს, სატელევიზიო შოუს მხატვრული ღირებულება წარმოუდგენლად გაზარდა და ამით აიძულა გიგანტი ტელეკომპანიები, იგივე გაემეორებინათ. ის, რაც ოდესღაც მეორეხარისხოვანი საქმიანობა იყო, უცებ პრესტიჟულად იქცა.
ტელევიზიებმა მეტი ფულის ჩადება დაიწყეს სერიალებში, პოპულარული მსახიობები სულ უფრო ხშირად თამაშობენ სატელევიზიო 
დიდი ოთხეული მალევე მიხვდა, რომ სერიალებთან – „სოპრანოს კლანი”, 6 Feet Under და Wire – მისი პროგრამები სასაცილოდ გამოიყურებოდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა House M.D, Lost, Lie to Me – სერიალები, რომელთა უკანაც დიდი ფული და დიდი სახელები იდგა. ნამუშევრებმა ავტომატურად მოიპოვეს დიდი პოპულარობა და სხვა კომპანიებს მსხვილი პროექტებისკენ უბიძგეს. კინოდან მსახიობებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს სერიალში გადმონაცვლება.
ბრაიან სინგერი „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილებისა” და „იქს ადამიანების” შემქმნელი იყო და კარიერის ზენიტში House M.D-ს რეჟისორობა ითავა. ტიმ როტი ოსკარის ნომინანტი მსახიობია, რომელსაც არასდროს აკლდა როლები კარგ რეჟისორებთან. ის სერიალის Lie to Me მთავარ პერსონაჟს ანსახიერებდა. ექვსგზის ოსკარის ნომინანტი გლენ ქლოუზი უკვე 6 წელია შოუში Damages მთავარ როლს ასრულებს. კვენტინ ტარანტინო, ნილ მარშალი, ბრაიან სინგერი, ახლა უკვე დევიდ ფინჩერი – ამ რეჟისორებს სხვადასხვა შოუების ეპიზოდები აქვთ გადაღებული და ერთგვარ კატალიზატორებად იქცნენ, რაც სხვა კოლეგებს იმავესკენ უბიძგებს.
ნელ-ნელა რევოლუციურმა ტალღამ გადაიარა. Lost და House M.D დაიხურა. ახალ სერიალებს სულ უფრო მეტად უჭირდათ მაღალი 
იგივე ბედი ეწია Fox-ის მეორე მნიშვნელოვან პროექტს Terra Nova. ამ სერიალის უკან სტივენ სპილბერგი იდგა, თუმცა კრახისგან ამანაც ვერ იხსნა. ABC-ს Nashville-ის იმედი ჰქონდა, თუმცა ამ შოუს მეორე სეზონის ბედიც გაურკვეველია. საკაბელო ტელევიზიების ყველაზე რეიტინგულ სერიალებად მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი – Walking Dead, Boardwalk Empire Homeland და Breaking Bad დარჩნენ. სერიალები, რომლებიც უკვე წლებია რეიტინგების სათავეში არიან.
რეიტინგების ვარდნა არამხოლოდ სერიალების დაბალი ხარისხის ბრალია. Hulu, Itunes და მსგავსი კომპანიები მაყურებელს საშუალებას აძლევენ, სერიალი კონკრეტულ არხზე აღარ ნახონ. Netflix ცდილობს, სწორედ ეს კოზირი გამოიყენოს. ის მაყურებელს თავის მომსახურებას ნებისმიერ დღესა და საათზე სთავაზობს. თვეში სულ რაღაც 8 დოლარად მაყურებელს შეუძლია, „ბანქოს სახლის” 13 სერია სასურველ დროს იხილოს.
სერიალი სულ უფრო მეტად კარგავს კლასიკური სატელევიზიო შოუს სახეს და მხატვრულ ფილმს ემსგავსება. Netflix-ის ექსპერიმენტის შედეგს მაყურებელი დროთა განმავლობაში იგრძნობს, ჯერჯერობით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კომპანიამ ბანქოს სახლის შენება დაიწყო. რამდენსართულიანი იქნება ის ან როდის დაიშლება, არავინ იცის.





