ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი: ოლეგა იაძეები თბილისს არ უნდა დაეპატრონონ

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ვანო მერაბიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ის მზად არის თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დაიკავოს. "თუ მოხდა და შეძლო ივანიშვილმა, ყოველგვარი ნორმების უხეში დარღვევით, არ მისცა გიგი უგულავას ქალაქის მერის მოვალეობის შესრულების საშუალება, იმავე წუთს, იმავე დღეს გადავალ მერიის შენობაში და ჩემს მეგობრებთან ერთად შევასრულებ იმ ფუნქციას, რაც ქალაქის მერს აკისრია, რათა ქალაქში არ იყოს შექმნილი ის ქაოსი, რაც ქვეყანაშია და ოლეგა იაძეები არ დაეპატრონონ თბილისს", - აღნიშნა მერაბიშვილმა. 

"ჩვენზე დაპირისპირებულია რუსეთი და მე არ მეშინია. ჩვენზე დაპირისპირებულია ბიძინა ივანიშვილი და არ მეშინია, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი პროვინციული დიქტატურის კარიკატურაა და, რა თქმა უნდა, ასეთი კომიკური დიქტატურა XXI საუკუნეში ვერ დამყარდება და ის ვერ შეძლებს საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას... ბიძინა ივანიშვილმა თუნდაც ჩვენს შეცდომებზე მაინც ისწავლოს. ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა მისცა ხმა, რომ ის ყოფილიყო უკეთესი, ვიდრე ვიყავით ჩვენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს სამწუხაროდ, ის აღმოჩნდა გაცილებით უარესი, ვიდრე ჩვენ", - განაცხადა მერაბიშვილმა. 

კომენტარები