შუალედური არჩევნები

ნაძალადევში, ბაღდადსა და სამტრედიაში მაჟორიტარ დეპუტატებს 27 აპრილს აირჩევენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. 27 აპრილს არჩევნები ნაძალადევის, ბაღდადისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში გაიმართება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს ამ ოლქებში მაჟორიტარის უფლებამოსილება შეუჩერდათ. პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს რეგისტრაცია პირველ მარტამდე შეუძლიათ. 

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ საინიციატივო ჯგუფს ნაძალადევის რაიონში, სულ მცირე, 1403, ბაღდათში 234, ხოლო სამტრედიაში 483 მხარდამჭერის ხელმოწერა დასჭირდება.

 

კომენტარები