გაფიცვა

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ. დღეს დილიდან გაჩერებულია საწარმოს ძირითადი საამქროები.

როგორც ცნობილია, გაფიცული მუშები ხელფასების გაზრდასა და სათანადო სამუშაო პირობების შექმნას მოითხოვენ. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევასა და შვებულების ნომრალურ პირობებს. 

აქციის მონაწილეები, დაახლოებით 200 ადამიანი, მეტალურგიული ქარხნის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და მათი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლს არ აპირებენ. 

გაფიცული მუშების საინიციატივო ჯგუფი მოლაპარაკებას ქარხნის ხელმძღვანელობასთან გამართავს. 

კომენტარები