გაფიცვა

ზურაბიშვილი გაფიცვაზე: მივესალმები, რომ პროტესტის ამ ფორმამ საქართველოშიც დაიმკვიდრა თავი

[გაფიცვა] ახალი გამოცდილებაა ქართველი ხალხის, რომელიც არის მსოფლიოში ძალიან გამოცდილი. როცა ხელისუფლება, უფრო სწორად რეჟიმი შენ წინააღმდეგ ყველა ხერხს იყენებს და ყველა ფორმის რეპრესიას, იმ დროს ხალხის წინააღმდეგობის გამოხატვა ხშირად ამ ფორმით ხდება და მე მივესალმები, რომ საქართველოშიც ამ ახალმა ფორმამ დღეს დაიმკვიდრა თავი, იმიტომ, რომ ჩვენ დაგვჭირდება ყველა ფორმის წინააღმდეგობა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მიდის გამოწვევაზე, პროვოკაციაზე და უკვე არაფერს არ უფრთხილდება, მზადაა, პროვოცირება გაუკეთოს რაღაც ხალხთაშორის კონფრონტაციას, რომელიც არ არსებობს, არ იქნება და ვერ მიაღწევს შედეგს.

ამბობს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი TV პირველთან საუბარში. ზურაბიშვილი სტამბის შენობაში განლაგებული კომპანიების გაფიცულ თანამშრომლებს შეუერთდა.

კომენტარები