ვიზიტი

ბიძინა ივანიშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა და საუბრის მთავარი თემა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი დელეგაციასთან ერთად, ერთდღიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

 

კომენტარები