ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი: ამაყად შევდივარ ჩვენ მიერ აშენებულ ახალ იუსტიციის შენობაში

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი  ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა.

"მე ამაყად შევდივარ ჩვენ მიერ აშენებულ ახალ იუსტიციის შენობაში", - განაცხადა მერაბიშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე.

"92 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი ამ პროგრამის ფარგლებში, რაზეც მე, ჩემი თხოვნით, პროკურატურამ მომიწვია, რადგან მასობრივად დაკითხეს რიგითი სოციალური აგენტები, რომ მე დავეკითხე და თავი დაენებებინათ რიგითი სოციალური აგენტებისთვის, რომლებიც 600 ათას ოჯახში შევიდნენ, აღწერეს და ანკეტები შეადგინეს. არჩევნების შემდეგ ხალხი ელოდებოდა რომ მათზე სახელმწიფო იზრუნებდა, თუმცა დასაქმებაზე ამ ქვეყანაში არავინ ფიქრობს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ''საკუთარი ნათესავები, მეზობლები და ოჯახის წევრები მოაწყვეს თბილ და რბილ კაბინეტებში".

"საქართველოში არათუ არ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ 92 ათასზე მეტი უმუშევარია. ამიტომ მე ამაყად შევდივარ ჩვენ მიერ აშენებულ ახალ იუსტიციის შენობაში. რა თქმა უნდა, იქ ბევრია ჯერ კიდევ ძველი კადრი, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში არიან და ძალიან ბევრია ახალი ხელისუფლების ნათესავები და მეგობრები. თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ ის დაპირება, რომელიც დადო და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილს მესამედ მოიყვანდა და ამით დააბალანსებს ვალდებულების შეუსრულებლობას, რომელითაც იგი უკვე ცნობილია, კი ბატონო, მე დიდი სიამოვნებით, არ დამეზარება, შევალ და დიდი სიამოვნებით დავათვალირებ ჩვენ მიერ აშენებულ ამ მშვენიერ შენობებს, სადაც სამწუხაროდ დღევანდელი რეჟიმის ნათესავები და ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები", - აღნიშნა მერბიშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

საქ­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში 21 ათას­ზე მე­ტი მო­ქა­ლა­ქის ფიქ­ტი­უ­რად და­საქ­მე­ბის სა­კითხს ეხე­ბა.

 

 

კომენტარები