უეფას ჩემპიონთა ლიგა

იურგენ კლოპი: შახტარი ძალიან კარგი გუნდია

დღეს, დონეცკში ერთმანეთს ადგილობრივი შახტარი და დორტმუნდის ბორუსია დაუპირისპირდებიან.

უკრაინის ჩემპიონატში სამთვიანი საზამთრო შესვენება პირველ მარტს სრულდება. აქედან გამომდინარე, შახტარის ფეხბურთელები შეხვედრას დასვენებული ხვდებიან.

- ესპანეთში და არაბეთში ჩატარებული შეხვედრების მიხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი მზად არის, მაგრამ ხვალ ზუსტად გამოჩნდება, ვართ თუ არა იმდენად მზად, რომ დავამარცხოთ ისეთი გუნდი, როგორიც დორტმუნდის ბორუსიაა, - განაცხადა ლუჩესკუმ.

ბორუსიას მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დონეცკური გუნდის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

- საფეხბურთო თვალსაზრისით, შახტარი ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც აქვს მკაფიო გეგმა. მათ აქვთ დისციპლინა, თამაშობენ თანამედროვე ფეხბურთს და რთულად იპოვით ისეთ რამეს, რაც მათ არ შეუძლიათ. ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდი ძალიან მონდომებულია. ჩვენ აქ ჩამოვედით, რომ დონეცკელთათვის უხერხული მეტოქე ვიყოთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

კომენტარები