უეფას ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა: დღეს პსჟ - ვალენსიაა

დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ფრანგული პარი სენჟერმენი, სტუმრად ვალენსიას დაუპირისპირდება.

პარიზელთა მწვრთნელი, იტალიელი კარლო ანჩელოტი პრესკონფერენციაზე იმედიანად იყო განწყობილი.

"ვფიქრობ, PSG-ს კონტრშეტევებზე თამაშის ბრწყინვალე შესაძლებლობები აქვს. ჩვენ ბევრი სწრაფი ფეხბურთელი გვყავს და გუნდის მიზანი არ არის თამაშის მხოლოდ მეტოქის შეცდომებზე აგება. ვფიქრობ, ვალენსიასთან დაპირისპირებაში გამოჩნდება, თუ რამდენად შევძლებთ შევინარჩუნოთ ბურთი და მოვახერხოთ დაცვის კარგად ორგანიზება", - განაცხადა ანჩელოტიმ.

ნიუ იორკიდან დროულად ვერ ჩამოფრინდა და დღევანდელ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება დევიდ ბექჰემი.

ჟურნალისტებმა ესეკიელ ლავეცის ჰკითხეს, ხომ არ იყო PSG-ში ბექჰემის გადასვლა მარკეტინგული სვლა.

"ბექჰემისნაირი ფეხბურთელის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია და არ ვფიქრობ, რომ ეს მარკეტინგული სვლაა. მწვრთნელის გადასაწყვეტია რამდენად გამოიყენებს ამა თუ იმ ფეხბურთელს. ფეხბურთელები მას მოუთმენლად ველით".

მატჩი ვალენსიასა და პარი სენჟერმენს შორის თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

 

კომენტარები