დაკითხვა

ისანი-სამგორის გამგებლის დაკითხვა დასრულდა

პროკურატურაში, ისანი-სამგორის გამგებლის თემურ გრიგალაშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც გრიგალაშვილმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას კითხვები ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით ჰქონდა.

"გამოძიებას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

მისთვის უცნობია, დაიბარებენ თუ არა განმეორებით დაკითხვაზე. 

თემურ გრიგალაშვილს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში კითხავდნენ.

კომენტარები