ციხის კადრები

არასამთავრობოები ციხის კადრების გამოძიების ახალი დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ პროკურატურას ციხის კადრების გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობოების მიმართვას ყოფილი და მოქმედი ომბუდსმენებიც უერთდებიან. პრაიმ ტაიმში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ციხის კადრებთან დაკავშირებით გამოძიება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას აგვიანებს. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ძიება დროს მოითხოვს, თუმცა დასასრულს უახლოვდება.

მედიაში გლდანის ციხეში პატიმართა წამების ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა 19 სექტემბერს გავრცელდა. ამის შემდეგ მსგავსი შინაარსის ვიდეომასალა კიდევ რამდენჯერმე გამოქვეყნდა.

კომენტარები