ციხის კადრები

ბედუკაძე: ერთი კადრი მაინც დაგედოთ ცემის, გაგიჭირდათ?

ძალიან, ძალიან უნიჭოები ხართ!
საცოდავები!
უნიჭო პროვოკატორები, გამყალბებლები..
საზიზღარი ბედუკაძე- ცემს, აწამებს, დასცინის, ხმა ისმის... ერთი კადრი მაინც დაგედოთ ცემის, გაგიჭირდათ?
მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს „ აქამდე უცნობი" ვიდეო მასალა.
დავიწოთ, იმით, თუ როგორ სპეციალურად ვაწამებდი, ვცემდი, ვაუპატიურებდი და ვდგამდი ასეთ მასალებს..
ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორც წამყვანი ამბობს,როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს... ისმის მხოლოდ ჩემი ხმა , ან შეიძლება არც ჩემი .. წესია,მაინც მრავლაფეროვნებისთვის კადრში რამედენიმე, განსხვავებული ხმის შემოყავანა ...
თურმე, ნუ იტყვი, „ნაციონალური მოძრაობის" ანკარა წყაროსთვის ჩემი და ქალბატონ ჯღარკავას „მიმოწერა" კარდინალურად განსხვავდება უკრაინული „ვიკილქსისგან" და უკიდურესად (!) სარწმუნოდ გამოიყურება...

ქალბატონმა კვესიტაძემ მრავალ სხვათა და სხვათა, ჟურნალისტიკას მიტმასნილ ბიომასებთან ერთად, ბევრი იშრომა, იწვალა, ჭრა, კერა და აწება ფირები ერთმანეთს, თუმცა, ამაოდ...

ბიძინაზე არ მითქვამს, მართლა, მსგავსი უწმაწური რამ, მაგარმ აი, თქვენს ტელევიზიაზე კი ვიტყვი - თქვენ მართლა შიგ ხომ არ გაქვთ?

წერს ვლადიმერ ბედუკაძე Facebook-ზე გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გასულ მასალაზე.

კომენტარები