გაფიცვა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიკროავტობუსების გაფიცულ მძღოლებს ხვდება

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფს ხვდება. 

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში იმართება და მასში ასევე მონაწილეობენ უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე.

მძღოლები ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვენ, თბილისის მერიისა და თბილისის მიკროავტობუსის საქმიანობით დაინტერესდეს, რადგან მძღოლების თქმით, ''სწორედ მათი ფინანსური მაქინაციებით მოხდა ის, რომ დღეს ქალაქი პარალიზებულია''.

კომენტარები