დსთ

პრემიერის პრესსამსახური რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას ჭორს უწოდებს

ტაბულა მიხაილ ევდოკიმოვის განცხადების თაობაზე პრემიერმინისტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ და არ იციან, არის თუ არა პრემიერი ჯერჯერობით საქმის კურსში ამ განცხადებასთან დაკავშირებით. "მოგვიანებით გაგაგებინებთ, თუ მას ექნება სურვილი მსგავსი ტიპის განცხადებებსა თუ ჭორებზე, ჭორების საფუძველზე რაიმე განცხადება გააკეთოს", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ ევდოკიმოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია.

 

კომენტარები