დსთ

საქართველოს საგარეო უწყება არ აპირებს, რუს კოლეგებს ოფიციალურად მიმართოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აპირებს, შემდგომი რეაგირება მოახდინოს რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ ევდოკიმოვის განცხადებაზე. განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია.

კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოფიციალურად მიმართოს რუსეთის საგარეო სამინისტროს და დეზინფორმაციისთვის უსაყვედუროს, ამასთან, მკაფიოდ დააფიქსიროს ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, სამინისტროს პრესცენტრში პასუხობენ, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ და ამ ეტაპზე შემდგომი პროცედურები არ იგეგმება.

მიხაილ ევდოკიმოვის განცხადება მედიით დღეს, 29 იანვარს გავრცელდა.

 

კომენტარები