დსთ

ევდოკიმოვი: საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები დაწყებულია

საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია, - როგორც რუსული მედია, სააგენტო რია-ნოვოსტზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ ევდოკიმოვმა განაცხადა.

"საქართველო დსთ-დან არავის გაურიცხავს, ეს ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო", - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

ევდოკიმოვის აზრით, დსთ-ის წევრი არცერთი ქვეყანა არ იქნება წინააღმდეგი, რომ საქართველო თანამეგობრობაში დაბრუნდეს.

ტაბულა კომენტარისთვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს დაუკავშირდა. თედო ჯაფარიძე ევდოკიმოვის განცხადებას აბსურდად აფასებს.

''ჩვენი პოლიტიკა და მიდგომები არის უცვლელი. რაც ნიშნავს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი ერთგულებას'', - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.

კომენტარები