ბრაზილია

ხანძარმა 245 ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად, არსებული ცნობებით, 245 ადამიანი დაიღუპა. ხანძარი ქალაქ სანტა-მარიაში ღამის კლუბ Kiss-ში მოხდა. ადგილობრივი როკ-ჯგუფის გამოსვლას კლუბის სცენაზე პიროტექნიკური შოუც ახლდა. ნაპერწკლებისგან ჭერზე ხმის იზოლაციას ცეცხლი წაეკიდა და შენობა ბოლით გაივსო, რამაც კონცერტზე მყოფთა შორის პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია.

სააგენტო Reuters-ის იცნობით, კლუბში იმ მომენტისათვის 2 ათას ადამიანამდე იმყოფებოდა. პოლიცია მსხვერპლის ზუსტი რიცხვის დადგენას კიდევ ცდილობს. 200-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

გარდაცვლილთა უმრავლესობა წვის პროდუქტებით მოიწამლა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებთ, კლუბის მეპატრონეებს არ ჰქონდათ დაცული სახანძრო უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები.

ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა ჩილეში ვიზიტი შეწყვიტა და ტრაგედიის ადგილზე გაემგზავრა. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

მსგავსი ტრაგედია 2009 წელს რუსეთის ქალაქ პერმში მოხდა, სადაც კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 156 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე დიდი მსხვერპლი კი 1995 წელს ინდოეთის ქალაქ დაბვალიში სკოლის ზეიმზე გაჩენილ ხანძარს მოჰყვა - მაშინ 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

 

კომენტარები