NBA - ის განვითარების ლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა ბრუკლინ ნეტსის ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ. საბოლოოდ, თოკომ საკუთარ კარიერაში და სპრინგფილდის ისტორიაში ყველაზე მეტი -39 ქულა ჩააგდო.
იმედია პიტერ კარლესიმო ახლა მაინც დაფიქრდება, რომ ქართველს ბრუკლინის შემადგენლობაში მეტი სათამაშო დრო მისცეს. შენგელიამ სპრინგფილდის მაისურით 46 წუთი ითამაშა, 21-დან 17 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ასევე 18-ჯერ მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მეტოქეს 3-ჯერ ჩაუჭრა.
საბოლოოდ, სპრინგფილდმა მოწინააღმდეგე გუნდს - მეინეს 123:115 მოუგო.





