დავოსი

მაია ფანჯიკიძე: ივანიშვილმა და მედვედევმა ერთი-ორი წუთი ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და დმიტრი მედვედევმა არაოფიციალურ გარემოში ისაუბრეს.

ფანჯიკიძის განმარტებით, ივანიშვილსა და მედვედევს არანაირი თემა არ განუხილავთ. 

"ეს იყო ჩვეულებრივი თავყრილობა, სადაც იყვნენ პირველი პირები და მის ფარგლებში მოხდა მათი შეხვედრა. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, გაეცნენ, ერთ-ორი წუთი ისაუბრეს, მეტი არაფერი ყოფილა. ეს იყო მხოლოდ მისალმება, გაცნობა, ამიტომ, იქ არანაირი თემის განხილვა არ ყოფილა. შეუძლებელიც იქნებოდა იმ ვითარებაში სერიოზულ თემებზე ემსჯელათ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილისა და დმიტრი მედვედევის გასაუბრების შესახებ ინფორმაცია დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა. 

კომენტარები