დავოსი

ბიძინა ივანიშვილი და დმიტრი მედვედევი დავოსში ერთმანეთს ესაუბრნენ

რუსეთის პრემიერი დმიტრი მედვედევი და საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსში ერთმანეთს გაესაუბრნენ. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.  

რუსული სააგენტოები განმარტავენ, რომ ეს იყო პირველი გასაუბრება, ორი ქვეყნის პრემიერმინისტრს შორის.

სააგენტოების ცნობით,"საქართველოს პრემიერმინისტრი პირველი მივიდა დმიტრი მედვედევთან და მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს''.

რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ, აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ ''ასეთი დიდი ფორუმების დროს მსგავსი კონტაქტები ტრადიციულია''. 

კომენტარები