შრომის კოდექსი

ფადი ასლი: ცოლ-ქმარი შორდება... დამსაქმებელი დასაქმებულს როგორ ვერ უნდა დაშორდეს, არ მესმის

დღეს, 23 იანვარს, გურია ნიუსისთვის მიცემულ კომენტარში, საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განაცხადა, რომ  შრომის ახალი კოდექსი ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის. 
"რა თქმა უნდა, თუ სამსახურიდან გაუშვებ ისეთ ადამიანს, რომელიც რომელიმე პროფკავშირის წევრია, ის აუცილებლად გიჩივლებს, ჩათვლის, რომ სწორედ ამ ნიშნით მოხდა მისი გაშვება. მეორეც, არ მესმის, მე, როგორც დამსაქმებელს, რატომ არ მაქვს იმის უფლება, რომ სამსახურიდან გავუშვა ის, ვინც აღარ მჭირდება. რა თქმა უნდა, გადავუხდი  კომპენსაციას , მაგრამ დასაბუთების ტვირთი რატომ მეკისრება? ეს კოდექსი ჩემს უფლებებს არღვევს. როდესაც ოჯახში სიყვარული კვდება, ცოლ-ქმარი შორდება, ისინი უბრალოდ შორდებიან ერთმანეთს და დამსაქმებელი დასაქმებულს როგორ ვერ უნდა დაშორდეს, არ მესმის!", - განაცხადა ბიზნესმენმა. 
  

კომენტარები