NBA

მილუოკიმ ფილადელფია დაამარცხა

მილუოკი ბაქსმა ფილადელფია სევენთისიქსერსი დაამარცხა.

ფორვარდმა ერსან ილიასოვამ ბაქსის რიგებში 27 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მცველებმა ბრენდონ ჯენინგსმა და მონტა ელისმა, შესაბამისად 25 და 18 ქულას მოუყარეს თავი.

სევენთისიქსერსი დეკემბრიდან მოყოლებული ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს. ფილადელფიელებმა გასული 10 თამაშიდან 8 წააგეს. წინა თამაშში, მეორე მეოთხედის დაწყებისას, ფილადელფიელები სან ანტონიოს 7 ქულით ამარცხებდნენ, მაგრამ  მიუხედავად ამისა,  მათ ეს შეხვედრაც დათმეს.

ევან თარნერის 23 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა, სპენსერ ჰოუვზის 21 ქულა და 12 მოხსნა საბოლოო შედეგის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მილუოკის ბაქსმა ფილადელფია სევენთისიქსერსის წინააღმდეგ უკანასკნელი შვიდი შეხვედრიდან ხუთის მოგება მოახერხა. 

კომენტარები