სააპელაციო სასამართლო

კუდ-ის ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა 30-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

დღეს გამართულ პროცესზე განიხილებოდა ლევან ქარდავას ადვოკატის საჩივარი, რომელიც  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქარდავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდა.

ლევან ქარდავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გირაოს გადახდის ვადად მას 15 დღე განესაზღვრა. 

კომენტარები