ინციდენტი

ვლადიმერ ბედუკაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან კვერცხები ესროლეს

ციხის სკანდალური კადრების ავტორს და გამავრცელებელს ვლადიმერ ბედუკაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვერცხები ესროლეს. ინციდენტი გუშინ, 21 იანვარს, გვიან ღამით მოხდა, როდესაც ბედუკაძე შენობას დავით პაიჭაძის გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ ტოვებდა. ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და ბედუკაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართალდამცველების დახმარებით დატოვა. იგი მომხდარს პროვოკაციად აფასებს.

კომენტარები