მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას შეხვედრას თებერვალში სთავაზობს

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას შეხვედრას თებერვლის დასაწყისში სთავაზობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ფანჯიკიძემ განუცხადა.

მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან მასაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს, მაგრამ ''შეტყობინება ძალიან გვიან მიიღო და დღეისთვის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა'', შესაბამისად, ქუთაისში ვეღარ გაემგზავრა.

"ამის შესახებ პარლამენტს გუშინ ტელეფონით შევატყობინე, ხოლო დღეს, მას შემდეგ, რაც დავბრუნდი სომხეთიდან, წერილი გავუგზავნე, სადაც ვთავაზობ, რომ ეს შეხვედრა 4 თებერვლის კვირაში გაიმართოს, რადგან მანამდე ასევე დატვირთული პერიოდია, არის მთავრობის სხდომა, ასევე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ხოლო სამშაბათს ხანგრძლივი ვიზიტით მივემგზავრები რამდენიმე ქვეყანაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობამ, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.

 

კომენტარები