კულტურის სამინისტრო

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თანამდებობა დატოვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, ''ბაგრატის ტაძარი არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა''. 

"ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ჩაატარა დიდი სამუშაო. განხორციელებული პროექტების ნაწილი წარმატებულია, ნაწილთან კი შენიშვნები გვაქვს. იგი ნაწილობრივ იზიარებს ამ შენიშვნებს. ამავდროულად, სამომავლოდ ჩვენი ხედვა განსხვავებულია და შევჯერდით იმაზე, რომ ამ ეტაპზე აჯობებს დავშორდეთ", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

მინისტრის განმარტებით, თავად ვაჩეიშვილი გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას არ აპირებს და ''ამას კულტურის სამინისტრო გააფორმებს''. 

კომენტარები