FA Cup

მანჩესტერ იუნაიტედმა ვესტ-ჰემს სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა

უეინ რუნის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, მანჩესტერ იუნაიტედმა ვესტ-ჰემს სძლია და FA Cup-ის მეოთხე რაუნდში გააღწია.

რუნიმ წითელი ეშმაკები მეცხრე წუთზე დააწინაურა, როდესაც ჩავი ერნანდესის გადაცემის შემდეგ ბურთი კარის ბადეში მოათავსა.

ეს მიმდინარე სეზონში ინგლისის ნაკრების ფორვარდის უკვე მეცხრე გოლია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ შეხვედრის 78-ე წუთზე რუნიმ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო და ერთბურთიანი სხვაობა ძალაში დარჩა.

მიუხედავად ვესტ-ჰემის ფეხბურთელების მცდელობებისა, საბოლოოდ შეხვედრა ასეთივე ანგარიშით დასრულდა. თასის შემდეგ ეტაპზე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ფულემს შეხვდება.

კომენტარები