ლიტერატურა

iPhone-ში მურაკამის აპლიკაცია გაჩნდება

ცნობილ იაპონელ მწერალს, ჰარუკი მურაკამის ხვალ, 12 იანვარს 64 წელი უსრულდება. კომპანიებმა Vintage Books და Aimer Media მისი დაბადების დღის აღსანიშნავად iPhone-ის, iPad-ის პლანშეტის და iPod Touch-ისთვის აპლიკაცია „მურაკამის დღიური“ შექმნეს.

აპლიკაციის შექმნის იდეა Vintage Books-ის რედაქტორს ეკუთვნის. აპლიკაცია მწერლის ექვს ახალ მოთხრობას და ადრინდელი ნაწარმოებებიდან ციტატებს მოიცავს. ის მწერლის დღიურის ფორმატშია წარმოდგენილი, რომელიც 2009 წელს გამოქვეყნდა.

„მურაკამის დღიურის“ ჩამოტვირთვა iTunes მაღაზიიდან შეიძლება. მისი ფასი 3,2 დოლარია. 

კომენტარები