შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

შემოსავლების სამსახურს ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს. ბრძანებულებას ხუციშვილის დანიშვნის შესახებ ხელი გუშინ მოეწერა. იქამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობას კახა ცერცვაძე ასრულებდა, რომელიც ამჟამად ლაშა ხუციშვილის პირველი მოადგილეა. 

ლაშა ხუციშვილი 2007-2008 წლებში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს აპარატში მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Ernst & Young-ში.

კომენტარები