ISAF-ის მისია

პრეზიდენტ სააკაშვილის ბაზა შუკვანზე ყოფნისას ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა

მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა შუკვანზე საქართველოს პრეზიდენტის ყოფნისას, ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა. ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი სააკაშვილი სპეცკავშირის საშუალებით იმ საგუშაგოებს დაუკავშირდა, რომლებმაც თალიბების თავდასხმის მოგერიება შეძლეს. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალ წელს ISAF-ის მონაწილე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. 

კომენტარები