პროკურატურა

თემურ გიორგაძის დაკითხვა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის დაკითხვა დასრულდა. 

როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მუშაობას ეხებოდა. 

"კითხვები იყო 26 მაისთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენს სამსახურთან შემოერთებული იყო სასწრაფო სამსახური. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში მუშაობდა ამ დღეს სასწრაფო დახმარება და რა ფუნქციებს ასრულებდა. პასუხები მაქსიმალურად გავეცი. მე რაც ვიცოდი, მაქსიმალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, გამოძიებასთან თანამშრომლობას შემდგომშიც ვაპირებ", - აღნიშნა თემურ გიორგაძემ. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტის თქმის უფლება არ აქვს.

კომენტარები