პროკურატურა

საპროცესოზე ვისაუბრებთ მათთან, ვინც მოგვმართავს და აღიარებს დანაშაულს - POG კოკაიაზე

საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული, კონსტანტინე კოკაიას წერილს ეხმაურება, სადაც იგი წერს, რომ ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს, რაზეც უარს აცხადებს.

"სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები