პროკურატურა

თემურ გიორგაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც ცნობილია, გიორგაძეს პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლის შესახებ შეტყობინება გუშინ, გვიან ღამით მიუვიდა.

როგორც თავად გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვა, სავარაუდოდ, 26 მაისის მოვლენებს ეხება.

"ჩემი ინფორმაციით, დაკითხვა ეხება 26 მაისის მოვლენებს. კერძოდ იმას, თუ როგორ მუშაობდა 26 მაისს სასწრაფო დახმარების სამსახური. მზად ვარ,  ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა კითხვას შესაბამის პასუხს გავცემ", - განაცხადა გიორგაძემ. 

კომენტარები