ვენესუელა

ჩავესის ინაუგურაცია შეიძლება გადაიდოს

უგო ჩავესის მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინაუგურაციის ცერემონია შესაძლოა გადაიდოს.  ჩავესის მეორე ვადით არჩევის ცერემონია 10 იანვრისთვისაა დაგეგმილი.  ოპოზიციის მოთხოვნით, თუ 10 იანვრისთვის პრეზიდენტი ვერ შეძლებს  ცერემონიაზე ყოფნას, საჭიროა  ვადამდელი არჩევნების დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. გენერალური პროკურორის, გილია ფლორესის, განცხადებით,  კონსტიტუცის მიხედვით 10 იანვარი არის ფორმალურად  პრეზიდენტის დანიშვნის დღე, თუმცა კონსტიტუცია არ კრძალავს ამ თარიღის გადაწევას.    

კონსტიტუციაში ასევე აღნიშნულია,  რომ თუ ”რაიმე მოულოდნელი ვითარების გამო, პრეზიდენტი ვერ შეძლებს ეროვნული ასამბლეის წინაშე წარდგომას, ის უაზენაესი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს”.  ამ მუხლის  გათვალისწინებით, ჩავესისადმი ლოიალურად განწყობილი პირები აცხადებენ, რომ ვინაიდან ამ ნაწილში თარიღი განსაზღვრული არაა, ინაუგურაციის გადადების ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.

ოპოზიციის თქმით, თუკი  პრეზიდენტი არ იქნება მეორე  ვადით არჩეული 10 იანვარს, მისი ახლანდელი მინისტრთა კაბინეტი ვერ იქნება ლეგიტიმური ამ თარიღის შემდეგ. ჩავესის მოწინააღმდეგის, ხოსე ვინსენტე ჰაროს თქმით, საკონსტიტუციო კრიზისი აღმასრულებელმა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებამ ერთად შექმნეს კონსტიტუციისაგან თავის დასაღწევად.

 უგო ჩავესს 11 დეკემბერს კუბაში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი თანაგუნდელები არ ავრცელებენ მისი ოპერაციის შესახებ დეტალებს, მათი თქმით, ოპერაცია რთული იყო, თუმცა ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჩავესი 7 ოქტომბერს მოსახლეობამ მეორე ვადით აირჩია. მას მხარი 55 პროცენტმა დაუჭირა, ხოლოდ მის მოწინააღმდეგეს, ენრიკე კაპრილესს, 44% მიემხრო. 

კომენტარები