დაკითხვა

შსს ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო 21 დეკემბერს, 10 საათზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს. განცხადება ამის შესახებ შსს-ს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. შსს-ს ცნობით, უწყება დაკითხვაზე დაბარების შესახებ ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრს შალვა ადეიშვილს. დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, - აღნიშნულია განცხადებაში. შსს არ განმარტავს, თუ რა საქმესთან დაკავშირებით სურს ადეიშვილის დაკითხვა. 

ზურაბ ადეიშვილი, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში შვებულებაში გავიდა და სამინისტროში აღარ დაბრუნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საქართველოში არ იმყოფება. 

 

კომენტარები