წმინდა სინოდი

სინოდმა მამა გაბრიელ ურგებაძე წმინდანად შერაცხა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. ტაბულას ინფორმაციით,  მღვდელმთავრებმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხეს. 

მამა გაბრიელი 1929 წელს დაიბადა და პირველი ადამიანი იყო, ვინც საბჭოთა კავშირის დროს ბერად აკურთხეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში გაატარა, სადაც 1995 წელს გარდაიცვალა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმინდა სინოდის პირველი სხდომა 5 ივლისს გაიმართა. 

 

კომენტარები