დიდთოვლობა

შეზღუდვები დიდთოვლობის გამო

საქართველოს საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს. გუდაური-კობის მონაკვეთსა და ჯვრის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორ და მეტხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია. შეზღუდვები მოქმედებს ვაზიანი-გომბორის მონაკვეთზეც. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აქაც აკრძალულია. რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები