პატიმართა შეწყალება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, 137 მძიმედ დაავადებული პატიმრის საქმე განიხილოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, 137 მძიმედ დაავადებული პატიმრის საქმე განიხილოს, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განუცხადა.

მძიმედ დაავადებულ მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტს ოფიციალური თხოვნით დღეს მიმართა.

მანანა მანჯგალაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, საკითხი განიხილოს და ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე, მიხეილ სააკაშვილი შესაბამის აქტს გამოსცემს. 

კომენტარები