პატიმართა შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 519 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 519 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის ცნობით, კომისიის დადგენილებას პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი.

519 შეწყალებული პატიმრიდან 50-ს სასჯელი გაუნახევრდა. შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 43 ქალია. სასჯელი გაუნახევრდა 9 პატიმარ ქალს.

შეწყალების კომისიამ სულ 1400 პატიმრის საქმე განიხილა. 

კომენტარები