ვიზიტი

ირაკლი ალასანია ერიკ რუბინს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ შე­ტა­ნი­ლ წვლი­ლს ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მეორე მო­ად­გი­ლე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კით­ხებ­ში, ერიკ რუ­ბი­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა.

კომენტარები