ვიზიტი

ერიკ რუბინი: ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი პოზიციისა

აშშ ერთგული რჩება თავის პოზიციისა, მხარი დაუჭიროს საქართველოს საკუთარი მისწრაფებების რეალობად გადაქცევაში, - ამის შესახებ აშს-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინმა, ბიძინა ივანიშვილთან შეხევდრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ერიკ რუბინმა აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების განხილვაა სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით.

"ჩვენ ასევე აქ ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად და როგორ გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა ავღანეთსა და ბევრ სხვა სივრცეში, სადაც ქართველები და ამერიკელები ერთად მსახურობენ. ეს ძალზე წარმატებული ისტორიაა და ჩვენ ვაპირებთ, ეს ისტორია გავაგრძელოთ", - განაცხადა ერიკ რუბინმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კით­ხებ­ში, ერიკ რუ­ბი­ნი, სა­ქარ­თვე­ლოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრ მა­ია ფან­ჯი­კი­ძე­სთან, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან გი­გა ბო­კე­რი­ასთან, ასევე არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თა­ნაც.

კომენტარები