ვიზიტი

ერიკ რუბინი საქართველოს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინი საქართველოს ეწვია. ერიკ რუბინი დღეს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას შეხვდება. 
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.
ერიკ რუბინი მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები